პროექტის - სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში ფარგლებში, ევროსაბჭოს მიზანია საქართველოსათვის დახმარების გაწევა სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელების პროცესში და საქართველოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების გაძლიერება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით. პროექტი ასევე მიზნად ისახავდა გენდერული სენსიტიურობის გაძლიერების მხარდაჭერას მათ შორის, ქალთა დაბალი წარმომადგენლობის განმსაზღვრელი ფაქტორების გამოვლენითა და ადმინისტრაციული გადაწტვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის შეფასებით.
ეისითის გუნდმა შეაფასა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ ქალ მოსამართლეთა დაბალ წარმომადგენლობას საქართველოს სასამართლოებში. კვლევის ფარგლებში შეფასდა დამოკიდებულებები სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის დანიშვნის კრიტერიუმებისა და პროცედურების მიმართ, ასევე ქალისა და მამაკაცის კონტრასტული შესაძლებლობები წარმატების მისაღწევად. ამასთან ერთად, გამოვლინდა ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიან ქალს მოსამართლეებს მიაღწიონ წინსვლას და პოტენციური ზომები სასამართლო სისტემაში მეტი ქალი მოსამართლის დასანიშნად.
შეფასების საფუძველზე გაიცა რეკომენდაციები, მათ შორის გამოვლენილი პრობლემების დაძლევის კუთხით და საქართველოს სასამართლოებში გენდერული სენსიტიურობის გაძლიერების მიზნით მისაღები ყველაზე შესაფერისი ზომები. შეფასების შედეგები დაეხმარება ევროსაბჭოს საქართველოს ოფისს განახორცილოს აქტივობები ადამიანის უფლებების კუთხით, როგორიცაა გენდერული საკითხების ინტეგრირება და უმცირესობათა უფლებების დაცვა სასამართლოს რეფორმის პროცესში, ასევე საკუთარი რეკომენდაციების გაცემაში, თუ როგორ შეიძლება ამ უფლებების მხედველობაში მიღება.
2013 წლის 26 ივლისს, საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სა...
გაიგეთ მეტი
საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი შეთანხმდნენ 37.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეორე რეგიონული განვითარების პროექტის თა...
გაიგეთ მეტი
პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში გაზარდოს ცნობიერება ევროკავშირის მხარდ...
გაიგეთ მეტი