პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ (შემდგომში, CCCD პროექტი საქართველოში) ფარგლებში, მიზანს წარმოადგენდა ხელმისაწვდომი გამხდარიყო საუკეთესო პრაქტიკები და ყველაზე ინოვაციური მიდგომები ეროვნული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტებისა და პროგრამების მეშვეობით, რიოს სამი კონვენციასთან (გაეროს ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილებაზე, გაეროს კონვენცია გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლაზე და გაეროს კონვენცია ბიომრავალფეროვნებაზე). პროექტის ამოცანას წარმოადგენდა ინდივიდუალური და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსადვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კოლაბორაციული გარემოსდაცვითი მართვის შემუშავების მიზნით გარემოსდაცვითი ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გასაუმჯობესებლად.
პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სემინარები და ტრენინგები ჩართული მხარეების ინდივიდუალური და ტექნიკური შესაძლბელობების გასაძლიერებლად. ეისითის გუნდმა შეაფასა, ტრენინგებისა და სემინარების შედეგად თუ როგორ გააუმჯობესეს პროექტის მონაწილეებმა გლობალური გარემოსდაცვითი საკითხების მონიტორინგთან მიმართებაში თავიანთი ცოდნა და უნარები. ეისითიმ ასევე შეაფასა თუ რა დონეზე მიაღწია პროექტმა თავის მიზნებს გაუმჯობესებული შესაძლებლობების კუთხით და ზოგადად შესაძლებლობების განვითარების მხრივ მიღწეული პროგრესი.
კვლევამ გამოავლინა თუ როგორი ზემოქმედება მოახდინა კონკრეტულმა აქტივობებმა გლობალური გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცოდნის ამაღლებაზე, ასევე იდენტიფიცირდა ის სფეროები, რომლებშიც ცოდნა და უნარები კვლავ გამოწვევად რჩება. დაინტერესებულ მხარეებს საშუალება მიეცათ კვლევის შედეგები და წარმოდგენილი რეკომენდაციები გამოეყენებინათ შესაბამისი მომდევნო ნაბიჯების დასაგეგმად, რაც პროცესის სამომავლო გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
2013 წლის 26 ივლისს, საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სა...
გაიგეთ მეტი
საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი შეთანხმდნენ 37.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეორე რეგიონული განვითარების პროექტის თა...
გაიგეთ მეტი
პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში გაზარდოს ცნობიერება ევროკავშირის მხარდ...
გაიგეთ მეტი