მდგრადი მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის განვითარების პროექტი ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების შექმნას და ბენეფიციარების შემოსავლის ზრდას ორ პერსპექტიულ სექტორში, ესენია: მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. ამ მიზნით, პროექტი ჩართულია საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტების მხარდაჭერაში, ხელს უწყობს ქართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს პროფესიონალიზმისა და მასშტაბების გაზრდაში. ამ კონკრეტული პროექტის მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და შემოსავლის ახალი შესაძლებლობების შექმნა მდგრადი მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს შერჩეულ მაღალმთიან რეგიონებში სიღარიბისა და გარიყულობის შესამცირებლად.
მთის მდგრადი ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის პროექტის გარემოსდაცვითი, გენდერული და სოციალური ზემოქმედების შეფასება მოიცავდა სამიზნე რეგიონებში არსებული საბაზისო მდგომარეობის შესწავლას. გარემოსდაცვითი საბაზისო კვლევა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
რელიეფი, ლანდშაფტები და ჰიდროლოგია; კლიმატი და კლიმატის ცვლილების ტენდენციები; მინერალური რესურსები; ნიადაგის ტიპები; ბიომრავალფეროვნება; ტყეები და დაცული ტერიტორიები; მიწის გამოყენების ტიპები; წყალმომარაგება და ნარჩენი წყლები; მყარი ნარჩენების წარმოქმნა და მართვა; დარიშხნის შემცველი ნარჩენებით ისტორიულად დაბინძურებული ადგილები; ენერგეტიკული სექტორი; გეოლოგია; ასევე, კატასტროფების რისკის შემცირება, კლიმატის რისკის შემცირება და ადაპტაციის ზომები.
გარდა ამისა, საბაზისო სოციო-ეკონომიკური კვლევის საკითხებს წარმოადგენდა: სამიზნე რეგიონებში პოპულაციის კვლევა გენდერსა და მოწყვლადი ჯგუფებზე (შინამეურნეობები, რომლებსაც ჰყავთ შშმ წევრი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ოჯახები და იგპ-ის სტატუსის მქონე ოჯახები) განსაკუთრებული აქცენტით; პროექტის საერთაშორისო და ეროვნულ პოლიტიკის დოკუმენტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე ავსტრიის განვითარების სააგენტოს გარემოსდაცვითი, გენდერული და სოციალური ზემოქმედების მართვის გაიდლაინებთან შესაბამისობის მოკლე მიმოხილვა; გარემოსდაცვითი, გენდერული და სოციალური ზემოქმედების შეფასება და მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის პროექტის აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები; ასევე, რისკების მართვისთვის, უარყოფითი ზემოქმედების შერბილების და პოზიტიური ეფექტების გაძლიერებისა და გამრავლებისთვის შემოთავაზებული ზომები;
გარემოსდაცვითი, გენდერული და სოციალური ზემოქმედების შეფასება დაეხმარა პროექტის დაინტერესებულ მხარეებს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის იურიდიული და პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტების გაუმჯობესებაში, რაც შესაძლებელს გახდის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას. ამასთან ერთად, გაუმჯობესდა მთის მდგრად ტურიზმსა და ორგანულ სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისა და ინსტიტუტების წვდომა შესაძლებლობების განვითარებასთან, დაინერგა ცოდნის მართვის სისტემა, რამაც შესაძლებელი გახადა საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ერთობლივი სწავლება.
2013 წლის 26 ივლისს, საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სა...
გაიგეთ მეტი
საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი შეთანხმდნენ 37.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეორე რეგიონული განვითარების პროექტის თა...
გაიგეთ მეტი
სოფლად მცხოვრები თემების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს სოფლად მცხოვ...
გაიგეთ მეტი