/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის სექტორის ბაზრის კვლევა საქართველოში

ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის სექტორის ბაზრის კვლევა საქართველოში

პროექტის დეტალები

კლიენტი
იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტო
დამფინანსებელი
იტალიის საელჩოს სავაჭრო განყოფილება
გეოგრაფია
საქართველო
მიმდინარე
01.09.2026

პროექტის აღწერა

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის პროდუქტების ბაზრის კვლევას, რომლის ფოკუსს წარმოადგენს პროექტზე დაფუძნებული, ბიზნესიდან ბიზნესზე (B2B) ორიენტირებული სექტორი. კვლევის სამიზნე სეგმენტებს წარმოადგენს სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსები, საოფისე სივრცეები, სავაჭრო ობიექტები, შერეული დანიშნულების ობიექტები, ასევე საჯარო და მუნიციპალური პროექტები. პროექტი ხორციელდება იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (ITA/ICE) დაკვეთით და მიზნად ისახავს საქართველოში იტალიური კომპანიების ბაზარზე შესვლისა და განვითარების სტრატეგიისთვის საჭირო მტკიცებულებებისა და ანალიტიკური საფუძვლის შექმნას.

პროექტის ფარგლებში შეფასდება სამიზნე ბაზრის ზომა, სტრუქტურა და ზრდის პოტენციალი; გამოვლინდება სამომავლო პროექტების პორტფელი და მათ უკან მდგომი ადგილობრივი მოთამაშეები; განისაზღვრება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე პროდუქტის კატეგორიები და იტალიური მიმწოდებლებისთვის შესაბამისი საბაზრო სეგმენტები; გაანალიზდება კონკურენტული გარემო და „Made in Italy“-ს აღქმა ქართულ ბაზარზე; ასევე შემუშავდება ბაზარზე შესვლისა და პოზიციონირების რეკომენდებული გზები. კვლევის შედეგები წარდგენილი იქნება იტალიური დიზაინის დღის (Italian Design Day 2026) ღონისძიებაზე.

კვლევის მეთოდოლოგია აერთიანებს მეორად (სამაგიდო) და პირველად კვლევას.

სამაგიდო კვლევა ეფუძნება სავაჭრო და ადგილობრივი წარმოების სტატისტიკის ანალიზს საქართველოს ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის პროდუქტების ბაზრის ზომის შესაფასებლად. პირველადი კვლევა ავსებს მეორადი კვლევის შედეგებს და მოიცავს B2B ბაზრის 60 მონაწილესთან სტრუქტურირებულ რაოდენობრივ გამოკითხვასა და 30 სიღრმისეულ თვისებრივ ინტერვიუს, მათ შორის დარგის ექსპერტებთან. კვლევის სამიზნე ჯგუფები მოიცავს სამშენებლო დეველოპერებსა და კონტრაქტორებს, ინტერიერის მოწყობისა და მოპირკეთების კომპანიებს, არქიტექტორულ და ინტერიერის დიზაინის სტუდიოებს, სასტუმროებისა და სხვა უძრავი ქონების ოპერატორებს, იმპორტიორებს/დისტრიბუტორებსა და ავეჯის შოურუმებს.

პროექტის გუნდი

გაიგე მეტი

სოფლის სტარტეპების მხარდაჭერა აჭარაში

სოფლის სტარტეპების მხარდაჭერა აჭარაში

სოფლად მცხოვრები თემების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს სოფლად მცხოვ...

გაიგეთ მეტი
საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა ქვეყნის, ინდუსტრიისა და საწარმოების დონეზე

საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა ქვეყნის, ინდუსტრიისა და საწარმოების დონეზე

40 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტის მქონე ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა შპს Deloitte Consulting Overseas Projects-ის მიერ განხო...

გაიგეთ მეტი