/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ეისითი გლობალი აძლიერებს უზბეკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შესაძლებლობებს ESG ჩარჩოს შემუშავებისთვის

ეისითი გლობალი აძლიერებს უზბეკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შესაძლებლობებს ESG ჩარჩოს შემუშავებისთვის

2026 წლის 17-18 თებერვალს ეისითი გლობალმა GIZ-თან პარტნიორობით დაიწყო სამუშაო შეხვედრები უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან, ტაშკენტში.

ორ დღიან პროგრამის პირველ დღე შეფასების ანგარიშის პრეზენტაციითა და დაინტერესებული მხარეების სამუშაო შეხვედრით გაიხსნა, ხოლო მეორე დღე დაეთმო დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუებსა და საკონსულტაციო შეხვედრებს.

ინიციატივა მიზნად ისახავს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას მდგრადი ბიზნეს პრაქტიკების განვითარებისთვის გარემოსდაცვითი, სოციალური და მდგრადი მმართველობისა (ESG) და პასუხისმგებელი ბიზნეს ქცევის (RBC) ჩარჩოების შემუშავებისა და დანერგვის გზით, საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაში.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება და ამოქმედდება პრაქტიკული ESG ჩარჩო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რაც ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას გააძლიერონ კონკურენტუნარიანობა, გაიუმჯობესონ ფინანსებზე წვდომა და ხელი შეუწყონ რესურსებისა და ენერგიის ეფექტიან გამოყენებას.

დისკუსიებში მონაწილეობდნენ GIZ უზბეკეთის ოფისისა და ეისითი გლობალის წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო, ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების სამინისტრო, ეკოლოგიისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული კომიტეტი, კონკურენციის განვითარების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომიტეტი, მინისტრთა კაბინეტთან არსებული ენერგოეფექტიანობის ეროვნული სააგენტო, მინისტრთა კაბინეტთან არსებული ბიზნესისა და მეწარმეობის უმაღლესი სკოლა, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესის განვითარების ბანკი, ხალიკბანკი, მეწარმეობის განვითარების სააქციო საზოგადოება, მცირე ბიზნესის ასოციაცია და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის კომპანია.

მადლობას ვუხდით პარტნიორებს კონსტრუქციული დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის.

გაიგე მეტი

ეისითი გლობალი ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო ინვესტიციების პრაქტიკას
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო ინვესტიციების პრაქტიკას

ეისითი გლობალი მხარს უჭერს საქართველოში ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვების განვითარებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური მასალების მიწოდებით
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი მხარს უჭერს საქართველოში ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვების განვითარებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური მასალების მიწოდებით

ეისითი გლობალი უზბეკეთში ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების განვითარება
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი უზბეკეთში ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების განვითარება