/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN ძიება
Logo
  • ჩვენი ექსპერტიზა
  • ინსაიტები
  • პროექტები
  • ჩვენ შესახებ
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT Institute
  • ACT კვლევა
  • ელ. წიგნები
  • კომპანია
  • სიახლეები
  • ჩვენი გუნდი
  • ვაკანსია
  • ელ. წიგნები
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT Institute
  • ACT კვლევა
ინსაიტები
პროექტები
ელ. წიგნები
  • კომპანია
  • ჩვენი გუნდი
  • სიახლეები
  • ვაკანსია
  • ელ. წიგნები
ACT Logo
Start search
21 ივნისი, 2018

დასვენება საქართველოს ფარგლებში

როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი 43% წელიწადში ერთხელ ახერხებს დასვენებას. აქვე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა 20% საერთოდ ვერ ახერხებს დასვენებას, აქედან ყველაზე მეტი (46%) არის 65 წელს ზევით რესპოდენტები. საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობა აღმოჩნდა (63%), მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით. დროის უქონლობა ამის განმაპირობებელი ყველაზე მეტად 35-44 წლის გამოკითხულთათვის აღმოჩნდა 73%, ხოლო ფულის უქონლობის გამო, ყველაზე მეტად დასვენების შანსი არ ეძლევათ 65 წელს ზევით რესპოდენტებს (73%). აქვე აღსანიშნავია, რომ დროის უქონლობის გამო, უფრო მეტად კაცები ვერ ახერხებენ დასვენებლად წასვლას 47%, ვიდრე ქალები 30%, ხოლო ფულის უქონლობა ქალებს მეტად აბრკოლებს (69%), ვიდრე კაცებს (57%).


იმ რესპოდენტთა უმეტესობა, ვინც ახერხებს დასვენებას, უპირატესობას საზღვაო კურორტებს ანიჭებს (55%). თითქმის ამდენადვე პოპულარულია სამთო კურორტები, რომლებსაც გამოკითხულთა 44% სტუმრობს. საკუთარ, ან მეგობარის/ახლობლის სოფელს სტუმრობს გამოკითხულთა 36%, მათ შორის ყველაზე ხშირად 65 წელს ზევით რესპოდენტები (60%).

როგორც აღმოჩნდა, უმეტესობისთვის დასვენებისათვის ყველაზე ოპტიმალური დრო ზაფხული აღმოჩნდა (94%). ამ მხრივ გენდერული და ასაკობრივი სხვაობები არ გამოვლენილა.


იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც წლის განმავლობაში საშუალოდ 500-დან 1000 ლარამდე ხარჯავენ ფულს დასვენებისთვის, ყველაზე მეტი-41% აღმოჩნდა. 500 ლარამდე ბიუჯეტს იმყოფინებს გამოკითხულთა 28%-ის ოჯახები. დასვენებისათვის საჭირო ბიუჯეტს საქართველოს ფარგლებში დამსვენებელთა 55% მთელი წლის განმავლობაში აგროვებს. 25%-ს საერთოდ არ სჭირდება ფულის დაზოგვა დასვენებისთვის და მათ შორის უფრო მეტად კაცებს 33%, ვიდრე ქალებს 20%. დამსვენებელთა 8%-ს კი საბანკო სესხის, ან განვადების გაკეთება უწევს დასასვენებლად საჭირო თანხის შესაგროვებლად.


*კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.


გაიგე მეტი

ყველას ნახვაarrow
დასვენება საქართველოს ფარგლებში
ქალისა და მამაკაცის ოჯახური როლები
გაიგეთ მეტი arrow 7 ივნისი, 2018
დასვენება საქართველოს ფარგლებში
აღდგომის დღესასწაული თბილისში
გაიგეთ მეტი arrow 31 მარტი, 2017
დასვენება საქართველოს ფარგლებში
საყვარელი ხილი
გაიგეთ მეტი arrow 15 მარტი, 2017
ACT Logo
კომპანია კონტაქტი
წესები და პირობები კონფიდენციალურობის პოლიტიკა
+995 32 2 422 322
ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, #4, თბილისი, 0179
წესები და პირობები კონფიდენციალურობის პოლიტიკა