ეისითი გლობალს ყოველთვის ერთი და მკაფიო მისია ამოძრავებდა: ცვლილებების ხელშეწყობა.
ამ მისიისადმი ერთგულება განსაზღვრავს ჩვენი მუშაობის ეთიკას, საქმიანი პარტნიორების არჩევას, ურთიერთობის ხარისხს და იმ გავლენას, რომელსაც მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე ვახდენთ.
ჩვენ ვაძლიერებთ ცვლილებებს და თავადაც ვმონაწილეობთ ამ პროცესში. სწორედ ამიტომ ვაახლებთ ჩვენი ბრენდის იდენტობას - რათა უფრო თვალსაჩინო იყოს ჩვენი დღევანდელი სახე და სამომავლო მისწრაფებები.
ეისითი გლობალი ბოლო 24 წლის განმავლობაში საგრძნობლად განვითარდა. ჩვენი საქმიანობა იმ ქვეყნებში გაფართოვდა, რომლებიც ცვლილებებისთვის მზად არიან, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, დასავლეთ ბალკანეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. ჩვენ გავზარდეთ არა მხოლოდ მასშტაბი, არამედ შესაძლებლობებიც - ვახორციელებთ რთულ, მრავალქვეყნიან პროგრამებს და ვეხმარებით ინსტიტუტებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და მმართველობითი გაუმჯობესების მიღწევაში.
ამ წინსვლით ჩვენი რებრენდინგი იმ პროგრესსაც ასახავს, რომელსაც კომპანიამ თანამედროვე ბიზნესგარემოსთან თანხვედრაში მიაღწია. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ გაციფრულებაზე, სისწრაფეზე, ეფექტიანობაზე, დივერსიფიკაციასა და მასშტაბურ ტრანსფორმაციაზე. ჩვენი ახალი ვიზუალური იდენტობა კი სწორედ ამ სტრატეგიულ პრიორიტეტებს უსვამს ხაზს.
ჩვენს განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია, შეიცვალა კლიენტების, პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოლოდინებიც, რამაც ჩვენი ტრანსფორმაციის აუცილებლობა განაპირობა.
ერთიანი მისია მზარდი ბრენდების ოჯახში
ახალი იდენტობა კვლავაც იმ პრინციპებს ეფუძნება, რომელიც დიდი ხანია აერთიანებს ეისითი გლობალსა და მის ქვე-ბრენდებს მთელ მსოფლიოში: ცვლილებების გაძლიერება.
ეისითი გლობალი აერთიანებს მენეჯმენტისა და განვითარების საკონსულტაციო მიმართულებებს, ხოლო მისი ქვებრენდები თავიანთ ექსპერტიზას დამოუკიდებლად ავითარებენ.
ეისითი კვლევა უზრუნველყოფს კომპლექსურ კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიტიკას, ხოლო ეისითი ინსტიტუტი პრაქტიკულ და ტრანსფორმაციულ ბიზნეს-საგანმანათლებლო პროგრამებს.
იმისათვის, რომ ცვლილებების გაძლიერება უფრო მარტივად აღქმადი პროცესი იყოს, ამ ფართო მისიის ფარგლებში, ეისითი გლობალი ოთხ თემატურ მიმართულებას წარადგენს. თითოეული მათგანი ასახავს როგორ ვაძლიერებთ ბიზნესის, საზოგადოებისა და ეკონომიკის ტრანსფორმაციას:
-
ბიზნესის გაძლიერება
-
ეკონომიკის გაძლიერება
-
საზოგადოების გაძლიერება
-
მმართველობის გაძლიერება
ეს მიზნები ჩვენი საქმიანობის სფეროს უფრო კონკრეტულსა და მასშტაბურს ხდის. სწორედ ასეთია ჩვენი თვალით დანახული ეისითი.
შექმნილია სიცხადისთვის, უკეთესი ხელმისაწვდომობისა და გლობალური წვდომისთვის
ეისითი გლობალის რებრენდინგი ეფუძნება პრინციპს, რომ კომუნიკაციაში სიმარტივე გადამწყვეტია.
რეფორმის პროგრამებისა და გრძელვადიანი განვითარების ინიციატივების საშუალებით, ჩვენ ხშირად ვმუშაობთ კომპლექსურ ვითარებაში, ვეხმარებით მთავრობებს, დონორებსა და ინსტიტუტებს. ასეთ კონტექსტებში, ნათელი კომუნიკაცია არა მხოლოდ „სასურველი“, არამედ აუცილებელი კომპონენტია ცვლილებების რეალობად ქცევისთვის.
შესაბამისად, ჩვენი ახალი ვიზუალური იდენტობა შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერ ფორმატში - ანგარიშებიდან და პრეზენტაციებიდან დაწყებული, ციფრული კონტენტიდამთავრებული - გაიზარდოს ბრენდის ცნობადობა და აღქმადობა.

რატომ მუქი ლურჯი?
ბრენდის განახლების ერთ-ერთი მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი ელემენტი ფერია.
ჩვენ ვიცით, დიზაინს რეალური ბიზნეს ღირებულების შექმნა შეუძლია. სწორად შერჩეული ვიზუალი აუმჯობესებს ინფორმაციის აღქმას და ნათლად აჩვენებს ორგანიზაციის კავშირს დაინტერესებულ მხარეებთან. სტრატეგიული და პრაქტიკული მიზეზების გათვალისწინებით შევარჩიეთ ჩვენი ძირითადი ფერი - მუქი ლურჯი.
პირველ რიგში, მუქი ლურჯი ფერი ფართოდ ხელმისაწვდომია და ინარჩუნებს სიმკვეთრეს მაღალი კონტრასტისა და დაბალი განათების პირობებში, რაც ბრენდს სხვადასხვა ფორმატში უფრო თანმიმდევრულსა და აღქმადს ხდის.
მეორეს მხრივ, მუქი ლურჯი ჩვენი ბრენდის ტრადიციული ფერია და მისი შენარჩუნებით ვიზუალურ უწყვეტობას ვიცავთ. ახალი ტონალობა ძველის გაგრძელებაა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი იდენტობა ვითარდება და რადიკალურად არ იცვლება.
ასევე, მუქი ლურჯი თავსებადია ფოტო-კომუნიკაციასთან. რადგან ეისითი გლობალმა ფოკუსი მეტწილად ამბის ფოტოგრაფიით თხრობაზე გადაიტანა, ბრენდის მთავარი ფერი, სხვადასხვა ტონებსა და ფონებში აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს.
მეტი, ვიდრე განახლებული დიზაინი
რებრენდინგი მხოლოდ ვიზუალური განახლება არ არის – ის ჩვენს რეალობასაც გამოხატავს: ჩვენ ვართ გლობალური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 35-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.
ჩვენი რებრენდინგი ასევე მოიცავს ადამიანებს, ცვლილებასა და ტრანსფორმაციას.
ეისითი გლობალი ამაყობს იმით, რომ არის მრავალფეროვანი, ამბიციური, გლობალურად ორიენტირებული და განსაკუთრებული ადამიანების თავშეყრის ადგილი. ჩვენ ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, არამედ მათთვისაც, ვინც ჩვენთან საერთო მომავალზე ფიქრობს.
საბოლოოდ, განახლებული იდენტობა გვეხმარება უკეთ ვთქვათ: ვინ ვართ, რა პრინციპებს ვიცავთ და როგორია ჩვენთან თანამშრომლობა.
მომავლის ხედვა
ეისითი გლობალი მუდმივი ტრანსფორმაციის სინონიმია. ამიტომ, რებრენდინგი ჩვენს გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც უფრო თვალსაჩინოს ხდის ჩვენს ზრდას, მისიას და ერთგულებას ცვლილებებისადმი იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.
გვეამაყება, რომ საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებს ბრენდის ახალ სახეს ვაცნობთ.
რაც მთავარია, განახლებული ბრენდით კიდევ უფრო ეფექტურად გავაგრძელებთ იმ მასშტაბური ცვლილებების მხარდაჭერას, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჩავუყარეთ საფუძველი.