| 28 აპრილს, SOLO Talks-ის შეხვედრაზე, ეისითის დამფუძნებელმა და ხედვის ლიდმა თინათინ რუხაძემ ეისითის ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მოდელი THE POWER OF THREE® წარადგინა.  თანამედროვე რეალობაში მხოლოდ ის ორგანიზაცია გადარჩება და გაიზრდება, რომელიც განვითარებას მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესად განიხილავს. 
					 თინათინმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ორგანიზაციის განვითარების შეფერხების სიმპტომები, რომელიც ტრანსფორმაციის საჭიროების უტყუარი ნიშანია: |  |  | 
|  |  |  | 
| 
 
					 აღსანიშნავია, რომ ACT-ის შემუშავებული აქვს ორგანიზაციისა და ბიზნესის ტრანსფორმაციის უნიკალური მოდელი − THE POWER OF THREE® (PWR3®), რომელიც ორგანიზაციებს საჭირო ბიძგსა და მხარდაჭერას აძლევს განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. |  |  | 
|  |  |  | 
| "ამ მოდელში გაერთიანებულია ჩვენი რწმენები, მსოფლმხედველობა, კომპეტენცია და რაც მთავარია, ქართულ და უცხოურ ორგანიზაციებთან და მათ ლიდერებთან წარმატებული თანამშრომლობის 20 წლიანი გამოცდილება", - აღნიშნა ბიზნეს კომპანიის წარმომადგენლებთან პრეზენტაციისას ეისითის ტრანსფორმაციის და განვითარების მოდელის ავტორმა თინათინ რუხაძემ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარდა და მას სხვადასხვა კომპანიის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. |  |   | 
	
 
     
     
                                 
                                