/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
„ყველაზე მარტოსული ადამიანი ორგანიზაციაში" - თინათინ რუხაძის  გამოსვლა  Industry Talk-ზე

„ყველაზე მარტოსული ადამიანი ორგანიზაციაში" - თინათინ რუხაძის გამოსვლა Industry Talk-ზე

პარადოქსულია, მაგრამ CEO-ს, ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტი ძალაუფლება და პასუხისმგებლობა აქვს, ხშირად არ ჰყავს გუნდი, რომელსაც ყველაზე რთულ მომენტებში დაეყრდნობა. 

რატომ ხდება ასე და როგორ შეიძლება CEO-ს მარტოობა ბიზნესის ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად იქცეს?- ამ თემაზე ისაუბრა ACT Global-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ რუხაძემ, Industry Talks-ის პირველ ღონისძიებაზე, რომელიც 6 ნოემბერს Pullman Tbilisi Axis Towers-ში  ჩატარდა. 

CEO-ები საკუთარ მარტოობას თავად უწყობენ ხელს, როცა ნდობას კონტროლი ანაცვლებს, განსხვავებული აზრი საფრთხედ აღიქმება, პასუხისმგებლობის გაზიარებას კი ძალაუფლების დათმობა არ მოჰყვება. „თუ ყველა ტოპ-მენეჯერი საკუთარი დეპარტამენტის ინტერესებს იცავს, ვინ იცავს კომპანიის ინტერესს?“- ამ კითხვით რუხაძემ აუდიტორია ორგანიზაციაში გუნდური პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე დააფიქრა. 

ტრანსფორმაცია ერთი ადამიანის ბრძოლა ვერ იქნება. მას სჭირდება არა უბრალოდ ძლიერი მენეჯერები, არამედ ერთიანი გუნდი, რომელიც საერთო მიზნებისთვის იბრძვის, რთულ გადაწყვეტილებებს ერთად იღებს და შედეგებზე პასუხისმგებლობასაც იზიარებს. 

ღონისძიება BMG-ისა და BDO Digital-ის ორგანიზებით გაიმართა და საცალო სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას მიეძღვნა.  პლატფორმაზე განიხილეს ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ოპერაციული პროცესების მასშტაბური ავტომატიზაცია, ყოველდღიური სამუშაო დინამიკის ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეალურ ქეისებსა და იმ კომპანიების პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომლებმაც ციფრული ტრანსფორმაციის რთული გზა უკვე წარმატებით გაიარეს.

გაიგე მეტი

ეისითი გლობალის ახალი რეგიონული პროექტი ცენტრალურ აზიაში: აზიის განვითარების ბანკის ინიციატივა კლიმატის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გასაძლიერებლად
გაიგეთ მეტი →

ეისითი გლობალის ახალი რეგიონული პროექტი ცენტრალურ აზიაში: აზიის განვითარების ბანკის ინიციატივა კლიმატის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გასაძლიერებლად

UNFPA-ის პროგრამის „Expanding Choices II“ დამოუკიდებელი შეფასება დასავლეთ ბალკანეთში
გაიგეთ მეტი →

UNFPA-ის პროგრამის „Expanding Choices II“ დამოუკიდებელი შეფასება დასავლეთ ბალკანეთში

მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის
გაიგეთ მეტი →

მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის