ჩვენ ვართ სრულად ციფრული კომპანია!
COVID-19 ვირუსის პანდემიამ უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე და გარდაუვალი გახადა აქამდე ტრადიციული პროცესების ცვლილება ბიზნეს თუ სოციალური საქმიანობის თითქმის ყველა სექტორში.
	
	
ACT-ის ციფრულმა ინფრასტრუქტურამ და საერთაშორისო პლატფორმებმა საშუალება მოგვცა ვირტუალურ სივრცეში გადაგვეტანა კომპანიის, როგორც სათაო ოფისის ისე საველე და მონაცემთა დამუშავების სამუშაოები უწყვეტად და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფით.
	
	
ჩვენი მომსახურება სრულად გაციფრულებულია:
- დისტანციური ფოკუსური ჯგუფები
- დისტანციური ჩაღრმავებული ინტერვიუები
- სატელეფონო კვლევები
- ინტერნეტ კვლევები
		
 
 
- ონლაინ შეხვედრები მიმდინარეობს ZOOM.US და GOTOMEETING-ის მხარდაჭერით.
- მონაცემთა დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი ხდება IBM SPSS, STATA, R, POLINODE, NODEXL, GEPHI პროგრამებში.
- ანგარიშგება წარმოებს CANVA, ADOBE ILLUSTRATOR, VISIO, MARKETSIGHT, INFOGRAM, PPT, EXCEL, WORD დახმარებით.
	
	
 
     
     
                                 
                                