პროექტის მიზანია რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც დაეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ბარიერების დაძლევაში. არსებული ბარიერები აფერხებდნენ მათ შესაძლებლობას, სრულად ისარგებლონ ევროკავშირ-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) და გაზარდონ ექსპორტი ევროპის ბაზრებზე. მცირე და საშუალო საწარმოები აწყდებიან მაღალი გადაზიდვის ხარჯებს, მცირე მოცულობის ტვირთების გამო გაზრდილ ფასს, სუსტი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და რთული სერტიფიცირების პროცესების გამოწვევებს, რაც ამცირებს მათ კონკურენტუნარიანობას. პროექტი აანალიზებს არსებული ექსპორტის პრაქტიკას, ადარებს სხვადასხვა სატრანსპორტო მარშრუტების (საგზაო, რკინიგზა, საზღვაო და საჰაერო) ხარჯებს და ეფექტიანობას, რათა გამოავლინოს სისტემური შეფერხებები და ხელმისაწვდომობის ხარვეზები. კვლევაში გამოყენება შერეული მეთოდოლოგია, რომელიც აერთიანებს სავაჭრო და სატრანსპორტო მონაცემების რაოდენობრივ ანალიზს, ლოგისტიკური ოპერატორებისგან, ბიზნეს ასოციაციებისგან და სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ ხარისხობრივ მონაცემებს. შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები დასახავს პრაქტიკულ გზებს ქართული მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და ევროპის ბაზარზე ინტეგრაციის გაღრმავებისთვის.
პროექტის მიზანია ტყის მართვის სამომავლო სცენარების ინსტრუქციისა და ხელსაწყოთა ნაკრების (გზამკვლევის) შემუშავება, რომელიც მუნიცი...
გაიგეთ მეტიპროექტის მიზანია, მომზადდეს საქართველოში ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების (EEPP) შესახებ ყოვლისმომცველი ანალიტიკური ანგარი...
გაიგეთ მეტი