/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ინსტიტუციური კოორდინაციის სტანდარტული საოპერაციო პროცედურის შემუშავება და ინიციატივების აღრიცხვის ონლაინპორტალის შექმნა ჩრდილოეთ მაკედონიაში

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ინსტიტუციური კოორდინაციის სტანდარტული საოპერაციო პროცედურის შემუშავება და ინიციატივების აღრიცხვის ონლაინპორტალის შექმნა ჩრდილოეთ მაკედონიაში

პროექტის დეტალები

კლიენტი
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
დამფინანსებელი
კლიმატის მწვანე ფონდი (GCF)
გეოგრაფია
ჩრდილოეთ მაკედონია
მიმდინარე
17.08.2026

პროექტის აღწერა

ACT Global გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ჩრდილოეთ მაკედონიაში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ინსტიტუციური კოორდინაციის გაძლიერებაზე მუშაობს. ინიციატივა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მედეგობის გაზრდას ეროვნულ, სექტორულ და მუნიციპალურ დაგეგმვაში ადაპტაციის ინტეგრირების გზით.

ACT Global-ის ექსპერტების გუნდი უზრუნველყოფს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებზე მომუშავე სამინისტროებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის კოორდინაციის პრაქტიკული მექანიზმების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას, წყლის რესურსებს, სატყეო მეურნეობასა და კულტურულ მემკვიდრეობას. დოკუმენტების მიმოხილვის, ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ინტერვიუებისა და საერთაშორისო გამოცდილების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ACT Global აფასებს არსებულ და წარსულში მოქმედ უწყებათაშორის, სექტორთაშორის და დონორთა კოორდინაციის მექანიზმებს, ავლენს ხარვეზებს და შეიმუშავებს ქვეყნის საჭიროებებზე მორგებულ რეკომენდაციებს.

შეფასების საფუძველზე შემუშავდება სტანდარტული საოპერაციო პროცედურა (SOP), რომელიც განსაზღვრავს ინსტიტუციების როლებსა და პასუხისმგებლობებს, გადაწყვეტილების მიღების, ინფორმაციის გაცვლისა და ანგარიშგების წესებს, შეხვედრების პერიოდულობასა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის მექანიზმებს. პარალელურად, ACT Global ქმნის საჯაროდ ხელმისაწვდომ ონლაინპორტალს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მიმდინარე და დაგეგმილი ადაპტაციის ინიციატივებისა და პროექტების აღსარიცხად.

შეფასების შედეგები, პროცედურა და პორტალი დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილება, ხოლო მიღებული უკუკავშირი საბოლოო პროდუქტებში აისახება. დავალების ყველა ეტაპზე გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის საკითხები. შემუშავებული მექანიზმები და ინსტრუმენტები ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილებას, ინფორმაციის გაცვლასა და ადაპტაციის ღონისძიებების შეთანხმებულ დაგეგმვასა და განხორციელებას.

პროექტის გუნდი

გიგა ჩიტიშვილი კესო ესებუა
ანა პეტროვსკა
ბოიანა სტანოევსკა პეცუროვსკა
პეტრე ლამესკი

გაიგე მეტი

მონაცემთა ხარისხის მიმოხილვა საქართველოს II კომპაქტისათვის

მონაცემთა ხარისხის მიმოხილვა საქართველოს II კომპაქტისათვის

2013 წლის 26 ივლისს, საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სა...

გაიგეთ მეტი
ღია სამეზობლო - კომუნიკაცია უფრო ძლიერი პარტნიორობისათვის: მოქალაქეების დაკავშირება აღმოსავლეთ სამეზობლოში

ღია სამეზობლო - კომუნიკაცია უფრო ძლიერი პარტნიორობისათვის: მოქალაქეების დაკავშირება აღმოსავლეთ სამეზობლოში

პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში გაზარდოს ცნობიერება ევროკავშირის მხარდ...

გაიგეთ მეტი