პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის პროდუქტების ბაზრის კვლევას, რომლის ფოკუსს წარმოადგენს პროექტზე დაფუძნებული, ბიზნესიდან ბიზნესზე (B2B) ორიენტირებული სექტორი. კვლევის სამიზნე სეგმენტებს წარმოადგენს სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსები, საოფისე სივრცეები, სავაჭრო ობიექტები, შერეული დანიშნულების ობიექტები, ასევე საჯარო და მუნიციპალური პროექტები. პროექტი ხორციელდება იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (ITA/ICE) დაკვეთით და მიზნად ისახავს საქართველოში იტალიური კომპანიების ბაზარზე შესვლისა და განვითარების სტრატეგიისთვის საჭირო მტკიცებულებებისა და ანალიტიკური საფუძვლის შექმნას.
პროექტის ფარგლებში შეფასდება სამიზნე ბაზრის ზომა, სტრუქტურა და ზრდის პოტენციალი; გამოვლინდება სამომავლო პროექტების პორტფელი და მათ უკან მდგომი ადგილობრივი მოთამაშეები; განისაზღვრება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე პროდუქტის კატეგორიები და იტალიური მიმწოდებლებისთვის შესაბამისი საბაზრო სეგმენტები; გაანალიზდება კონკურენტული გარემო და „Made in Italy“-ს აღქმა ქართულ ბაზარზე; ასევე შემუშავდება ბაზარზე შესვლისა და პოზიციონირების რეკომენდებული გზები. კვლევის შედეგები წარდგენილი იქნება იტალიური დიზაინის დღის (Italian Design Day 2026) ღონისძიებაზე.
კვლევის მეთოდოლოგია აერთიანებს მეორად (სამაგიდო) და პირველად კვლევას.
სამაგიდო კვლევა ეფუძნება სავაჭრო და ადგილობრივი წარმოების სტატისტიკის ანალიზს საქართველოს ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის პროდუქტების ბაზრის ზომის შესაფასებლად. პირველადი კვლევა ავსებს მეორადი კვლევის შედეგებს და მოიცავს B2B ბაზრის 60 მონაწილესთან სტრუქტურირებულ რაოდენობრივ გამოკითხვასა და 30 სიღრმისეულ თვისებრივ ინტერვიუს, მათ შორის დარგის ექსპერტებთან. კვლევის სამიზნე ჯგუფები მოიცავს სამშენებლო დეველოპერებსა და კონტრაქტორებს, ინტერიერის მოწყობისა და მოპირკეთების კომპანიებს, არქიტექტორულ და ინტერიერის დიზაინის სტუდიოებს, სასტუმროებისა და სხვა უძრავი ქონების ოპერატორებს, იმპორტიორებს/დისტრიბუტორებსა და ავეჯის შოურუმებს.
საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი შეთანხმდნენ 37.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეორე რეგიონული განვითარების პროექტის თა...
გაიგეთ მეტი
სოფლად მცხოვრები თემების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს სოფლად მცხოვ...
გაიგეთ მეტი
40 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტის მქონე ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა შპს Deloitte Consulting Overseas Projects-ის მიერ განხო...
გაიგეთ მეტი