/>
Logo
Jane Smith

მარიკა მხეიძე

კონსულტანტი

მარიკა მხეიძე ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა უფლებებზე მორგებული მმართველობის სპეციალისტია შვიდწლიანი გამოცდილებით ბავშვთა უფლებებისა და სოციალური კეთილდღეობის სფეროში. მარიკა  პროექტების მართვის სერტიფიცირებული პროფესიონალია (PMP) კომპლექსური პროექტების მართვის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და ადვოკატირების გამოცდილებით.

ბავშვთა უფლებების წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატირებისა და სტრატეგიული პარტნიორობების ექსპერტის რანგში, ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებისა და  სოციალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, მარიკა წარმატებით თანამშრომლობდა სამთავრობო სტრუქტურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

მისი გამოცდილება ასევე მოიცავს პოლიტიკის ანალიზს; ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ინდივიდების შესაძლებლობების გაძლიერებას.

მარიკას აქვს საჯარო მართვის მაგისტრის ხარისხი. ცოდნისა და უნარების გაღრმავების მიზნით, ის მუდმივად ცდილობს განვითარებას. აღნიშნულის მიზნით, მან 2024 წელს წარმატებით დაასრულა ჰარვარდის კენედის სკოლის პროგრამა „არასამთავრობო ორგანიზაციების მართვა და ლიდერობა: სტრატეგიები ორგანიზაციული წარმატებისთვის".