2025 წლის 2 ივნისს, ქალაქ სკოპიეში, ACT Global-მა მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებულ სემინარში - „სამართლიანი გადასვლის გაძლიერება ჩრდილოეთ მაკედონიაში“.
ჩრდილოეთ მაკედონია მიზნად ისახავს ქვანახშირის ეტაპობრივად გაუქმებას 2030 წლამდე და სათბური აირების ემისიების 52%-ით შემცირებას. სემინარის მიზანი იყო იყო ამ გარდაქმნის სოციალური და ეკონომიკური შედეგების უარყოფითი გავლენის შემცირების საკითხებზე დისკუსია - განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქვანახშირზე.
ეისითი გლობალის წარმომადგენელმა, გიგა ჩიტიშვილმა, სესიებზე დისკუსიისას გააზიარა გამოცდილება, თუ როგორ შეუძლიათ პროფესიულ-საგანმანათლებლო და გადამზადების პროგრამებს (VET) ხელი შეუწყონ ადამიანებს, რომელთა დასაქმების შესაძლებლობებზე შესაძლოა ტრანზიციამ გავლენა იქონიოს. მან ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ ეს პროგრამები მორგებული იყოს განსხვავებული უნარების მქონე ადამიანებზე და იყოს ადაპტირებული ადგილობრივ ეკონომიკურ კონტექსტთან. ასევე აღნიშნა პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერების მნიშვნელობა, მათ შორის, არსებული სასწავლო პროგრამების განახლება, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება და შრომის ბაზართან უნარების სინქრონიზაცია. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართლიანი და თანასწორი ტრანზიციისთვის მყარი საგანმანათლებლო საფუძველის შექმნას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რათა განეხილათ სამართლიანი და ინკლუზიური ტრანზიციის სტრატეგიები.
სემინარი გაიმართა გლობალური ინიციატივის – Accelerating Coal Transition – ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია კლიმატის საინვესტიციო ფონდის (CIF) მიერ და ხორციელდება EBRD-თან თანამშრომლობით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო წარმატებული მაგალითები სამხრეთ აფრიკიდან და ინდონეზიიდან, რაც მიზნად ისახავდა ადგილობრივი პოტენციალის გაძლიერებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ჩრდილოეთ მაკედონიისთვის სფეროს აქტორებისათვის.
ეისითი გლობალი წლების განმავლობაში ახორციელებს პროფესიულ განათლებაზე დაფუძნებულ მწვანე ტრანზიციის პროგრამებს ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და დასავლეთ ბალკანეთში, ასევე გეგმავს ამ საქმიანობის გაფართოებას ინკლუზიური და ადგილობრივად მორგებული ტრანზიციის მხარდასაჭერად.