23 ივნისს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცნობადობის შესახებ ეისითის კვლევა წარადგინა
|
გამოკითხული რესპოდენტებისთვის სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღების ორ ძირითად წყაროს წარმოადგენს ინტერნეტი/სოციალური ქსელები - 47% და ტელევიზია - 44%. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტების მიერ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში საკუთარი ცოდნის შეფასებამ საშუალოდ 3.2 ქულა შეადგინა (5-დან). ამასთან რესპონდენტების ნახევარზე მეტი - 61% გამოთქვამს სურვილს, რომ მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებით დაინტერესებულ რესპონდენტებს შორის განსაკუთრებით მაღალია დაინტერესება შემდეგი საკითხით: უვნებელი პროდუქციის შერჩევის მეთოდები - 42%. |
|
![]() |
კვლევის შედეგად გამოვლენილ ძირითად მიგნებებს შორისაა:
სურსათის სარეალიზაციო ობიექტებთან დაკავშირებული გამოცდილება:
- რესპონდენტების მიერ დასახელებულ ყველა შესაძლო სარეალიზაციო ობიექტს შორის, სადაც სასურსათო პროდუქციას ყიდულობენ, ძირითადად დასახელდა ჰიპერმარკეტი/სუპერმარკეტი - 86% , აგრარული ბაზარი - 51%, უბნის მაღაზია - 37%.
- სასურსათო ობიექტის შერჩევის დროს პირველ კრიტერიუმად ყველაზე ხშირად დასახელდა: სასურსათო ობიექტის სიახლოვე - 34%, სასურსათო პროდუქციის უვნებლობა (ჰიგიენა და პროდუქციის ვადების დაცვა) - 23%. პროდუქციის ფასი გადამწყვეტი (პირველ კრიტერიუმად დასახელებული) მხოლოდ მოსახლეობის 14%-თვისაა, მეორე კრიტერიუმად მას ასახელებს რესპონდენტების თითქმის ორჯერ მეტი ოდენობა - 26%.
- ამავე დროს, თბილისში მცხოვრები რესპონდენტების 72%-თვის ადგილმდებარეობა გადამწყვეტი კრიტერიუმია სურსათის ობიექტის შერჩევის დროს. ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად იკლებს სხვა ქალაქებში (თბილისის გარდა) - 62%, სოფლად კი ეს კრიტერიუმი მოსახლეობის მხოლოდ - 43%-თვის არის გადამწყვეტი.
რეაგირება სურსათის უვნებლობის დარღვევის შემთხვევაში:
- რესპონდენტების 58%-ს ბოლო 2 წლის განმავლობაში რაიმე სახის დარღვევა აღმოუჩენია სურსათის სარეალიზაციო ობიექტზე და/ან კვების ობიექტზე.
- სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დარღვევების აღმოჩენის მიუხედავად, რესპონდენტების თითქმის ნახევარს - 48%-ს არ მიუმართავს არანაირი ღონისძიებისათვის.
- რესპონდენტებს შორის სურსათის უვნებლობის დარღვევებზე რეაგირების ყველაზე გავრცელებული ფორმებია: პროდუქციის შეძენის ადგილზე პრეტენზიის დაფიქსირება / ობიექტის ვებგვერდზე/ფეისბუქგვერდზე მიწერა - 28%. სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის გამოკითხულთაგან მხოლოდ 5 რესპონდენტს მიუმართავს.
