/>
Logo
Jane Smith

ქეთევან ანთაძე

ანალიტიკოსი

ქეთევან ანთაძე 7 წლიანი გამოცდილების მქონე მკვლევარია, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის კვლევით და საკონსულტაციო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. ის მუშაობს პროექტებზე, რომლებიც სოციალურ დაცვას, ბავშვთა უფლებებს, შშმ პირების უფლებების დაცვას, დევნილებს, ქალებს და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და გაძლიერებას ემსახურება. 

„ეისითის“ გუნდთან შემოერთებამდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, გაეროს განვითარების პროგრამასა და სხვადასხვა საერთაშორისო საარჩევნო მისიებთან თანამშრომლობდა. სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილება მას ეხმარება, რომ მართოს სხვადასხვა სირთულის პროექტი და უფრო ფართო სურათში დაინახოს სხვადასხვა აქტუალური საკითხი. ქეთევანს განათლება მიღებული აქვს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრიდრიხ შილერის იენის უნივერსიტეტში. ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში და მაგისტრის ხარისხს ევრაზიის და კავკასიის კვლევებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან.